weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

18 015 ტესტის შედეგად კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:39 შაბათი, 20 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 18 015 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 469 ინფიცირებული, ხოლო 19 – გარდაიცვალა.

19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.2%-ია, ბოლო 14 დღეში შეადგენს 2.6%-ს, ხოლო ბოლო 7 დღეში – 2.4%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 59

შიდა ქართლი – 41

კახეთი – 32

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27

გურია – 25

ქვემო ქართლი – 11

მცხეთა-მთიანეთი – 9

აჭარა – 8

სამცხე-ჯავახეთი – 8

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3580 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1769 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 766, აჭარაში – 200, იმერეთში – 401;
  • 1583 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 228 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეისთვის 349 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი.

ამ ეტაპისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 281 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება – 9875.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 268 097 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 261 066. დღემდე ვირუსს ჯამში 3425 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]