weather cur horoscope tv
თებერვალი 26, 2021

ორ-სამ კვირაში სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება – თენგიზ ცერცვაძე

13:04 კვირა, 21 თებერვალი 2021 hits 155

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა შეზღუდვა სავარაუდოდ ორ-სამ კვირაში მოიხსნება.

როგორც ცერცვაძემ პირველ არხთან განაცხადა, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, ასევე, ზამთრის კურორტების ამოქმედება და „კომენდანტის საათის“ მხრივ ცვლილებები. ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ ისიც აღნიშნა, რომ მთავრობაში ცვლილებებია და ჯერ არ იცის, როგორი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია - რამდენად დააჩქარებს შეზღუდვების მოხსნის პროცესს, თუ პირიქით, უფრო ფრთხილად მოიქცევა.

„მთავარია, რომ მოსახლეობამ არ შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა, რომ 3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი, არ დავკარგოთ, თორემ შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია“, – აცხადებს ცერცვაძე.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 9653 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 571 პაციენტი, 10 კი გარდაიცვალა.

20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.67%-ია, ბოლო 14 დღის – 2.6%, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 2.5%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]