weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საქართველოში COVID-19-ის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 64 თბილისშია

11:26 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 5275 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი, ხოლო 12 – გარდაიცვალა.

21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.79%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%-ს შეადგენს, ბოლო ერთი კვირის მაჩვენებელი კი 2.6%-ია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 28

შიდა ქართლი – 16

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 12

აჭარა – 11

გურია – 10

კახეთი – 4

მცხეთა-მთიანეთი – 1

ქვემო ქართლი – 1

სამცხე-ჯავახეთი – 0

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2785 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1713 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 766, აჭარაში – 194, იმერეთში – 368;
  • 865 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

336 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 101 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 318 ადამიანი, ხოლო 8937 – თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსი სულ 268 502 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 262 244. დღემდე ვირუსს ჯამში 3447 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]