არაგეგმიური შემოწმება კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა გუშინ ჩაატარეს. მთავარი ინსპექტორის ნანა ახალმოსულიშვილის თქმით, შემოწმების დროს ბაზრის ტერიტორიაზე ძაღლები და კატებიც დააფიქსირეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის რეკომენდაციით მიმართა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ისინი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 