weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გურჯაანის ყველა სოფელში გაიმართა

16:22 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტები გურჯაანის 30 სოფლის მოსახლეობამ უკვე აირჩია.

წელს, სოფლის პროგრამით განსახორციელებელ საკითხებად მოსახლეობამ სკვერების მოწყობა, შიდა საუბნო და სავარგულების გზების მოხრეშა, გარე განათების მოწყობა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასახელა.

„სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის მიუხედავად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კვლავ ხორციელდება. გურჯაანში ყველა შეხვედრა არსებული რეგულაციების დაცვით ჩავატარეთ. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობა საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული სოფლის კრებებში. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, წლევანდელი პროგრამით, სოფლების უმრავლესობაში სკვერები მოეწყობა, რომლით სარგებლობასაც ყველა თაობის ადამიანები შეძლებენ”, - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

2021 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 520 000 ლარი დაიხარჯება.

R - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]