weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ე.წ. კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება

15:32 ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, ეს იყო ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც მთავრობას შედეგი დაანახა და ამდენად, მისი შენარჩუნება ჯერჯერობით მნიშვნელოვანია.

„ე.წ. კომენდანტს საათი, ანუ ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა, ჩვენი გამოცდილებით, ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. როდესაც დღეს მივიღეთ ამდენი შეზღუდვის შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეტაპობრივობა, რომელსაც ამდენი ხანი მივყვებოდით და მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება რამდენად შემსუბუქდება დარჩენილი შეზღუდვები.

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილური და მისაღებია, თუმცა ეს არ არის ის იდეალური მდგომარება, რომელიც გვინდა, რომ გვქონდეს. უმჯობესი იქნებოდა, რომ დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლები იყოს და დღიური შემთხვევები 500-ს კი არ აღწევდეს, არამდე იყოს 100-ის ფარგლებში იყოს. ეს იქნებოდა კარგი მდგომარეობა. ამდენად ჩვენ, დღევანდელი შემსუბუქების პირობებში, ამოცანა გვაქვს, რომ ეს მდგომარეობა რომელიც აქამდე ძალისხმევის შედეგად მივიღეთ, შენარჩუნდეს და არ გაუარესდეს. ეს შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა შეიმუშავა, რომელიც 25 თებერვლიდან 15 მარტამდე პერიოდს მოიცავს. მაგალითად, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება და მთის კურორტებზე სასტუმროების ფუნქციონირება ხვალიდან ნებადართული იქნება.

რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა 2020 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არის შეზღუდული. აღნიშნული რეგულაციის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]