weather cur horoscope tv
აპრილი 11, 2021

პირბადის ტარების მაჩვენებელი 62%-მდე შემცირდა – გამყრელიძე

17:33 ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021 hits 150

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%-დან 62%-მდე შემცირდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა კვლავ იქმნის ილუზიას კორონავირუსის დამარცხებასთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან, რომელიც გარკვეულად პროგნოზირებას გვიკეთებს, ასევე „გუგლის“ საშუალებით ითვლის ჩვენთან პირბადის ტარების მაჩვენებელს, რომელიც შემოდგომასთან მიმართებაში გაზრდილი იყო 72%-მდე, ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება 62%-ზე. ეს ნიშანია იმისა, რომ რადგან ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, კვლავ ვქმნით ილუზიას, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხეთ, არადა, 400 ყოველდღიური შემთხვევა არ არის ცოტა საქართველოსთვის, ძალიან საყურადღებოა.

კიდევ ერთხი თხოვნა მაქვს მოსახლეობისადმი, მთავარი პრევენციული საშუალების, პირბადის ტარება კი არ უნდა შევამციროთ 62%-მდე და ქვემოთ, არამედ პირიქით, ავწიოთ 95%-მდე და ყველა შემსუბუქება, რაც დღეს გამოცხადდა, უფრო ადვილად გადაგვატანინებს მომავალ ორ თვეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

24 საათში საქართველოში ჩატარებული 19 051 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 213 შემთხვევა თბილისში იყო, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია: იმერეთი – 61, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 39, შიდა ქართლი – 37, გურია – 26, კახეთი – 24, აჭარა – 15, ქვემო ქართლი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 1.

23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.33%-ია, ბოლო 14 დღეში 2.36%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღეში – 2.36%-ს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]