weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა

09:55 ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021
წითელი არმია თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალი წითელი არმია თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალი

25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპუციის დღე აღინიშნება. 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

წითელი არმია საქართველოში „აჯანყებული მშრომელების“ მხარდაჭერის საბაბით 1921 წლის 15 თებერვალს შემოიჭრა, 25 თებერვალს, მძიმე ბრძოლების შემდეგ, კი თბილისი აიღო. საბრძოლო მოქმედებები შემდეგაც გაგრძელდა. 17 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანა დატოვა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლკამ არსებობა შეწყვიტა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის ამ დღეს ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

დაღუპულთა ხსოვნის ღონისძიებები ტრადიციულად, თბილიისში, ასევე ქალაქის მისადგომებთან – კოჯორ-ტაბახმელასთან ტარდება. სწორედ აქ გაიმართა თბილისის დასაცავად ყველაზე მწვავე ბრძოლები, რომელშიც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად, ახალგაზრდა იუნკერები და მოხალისეებიც იბრძოდნენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]