weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საბანკო ასოციაციის ინიციატივით, კიბერუსაფრთხოების თემაზე ვებინარი გაიმართება

10:16 ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021

25 თებერვალს, 16:00 საათზე, საბანკო ასოციაციის ორგანიზებით ვებინარი გაიმართება თემაზე - „რჩევები კიბერთაღლითობის თავიდან ასარიდებლად“. ვებინარი ონლაინ პლატფორმა, Zoom-ში ჩატარდება და მასზე დასწრება ნებსმიერ მსურველს შეეძლება.

საქართველოს საბანკო ასოციაციასთან ერთად, ვებინარში კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მიმართულების სპეციალისტები, ასევე ექსპერტები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან;
  • რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერნეტშესყიდვების დროს;
  • რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვებ-გვერდზე სტუმრობისას;
  • როგორ და რა ვითარებაში უნდა შევქმნათ და შევინახოთ პაროლები;
  • როგორ ვიყოთ დაცულები დისტანციური მუშაობის პირობების გათვალისწინებით;
  • როგორი ბმულებია არასანდო და როგორ უნდა მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება.

კიბერუსაფრთხოების თემაზე საინტერესო და სასარგებლო რჩევების და ინფორმაციის გაზიარებასთან ერთად, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მისთვის საინტერესო შეკითხვებზეც მიიღოს ამომწურავი პასუხები.

ვებინარზე დასასწრებად, ეწვიეთ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/82267706845

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]