weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

22 501 ტესტის შედეგედ კორონავირუსის 362 შემთხვევა გამოვლინდა

11:10 ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 22 501 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.

24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.61%-ია, ბოლო 14 დღეში 2.28%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღეში – 2.25%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 362 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 43

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 36

შიდა ქართლი – 33

გურია – 26

აჭარა – 25

კახეთი – 18

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9

ქვემო ქართლი – 5

სამცხე-ჯავახეთი – 2

მცხეთა-მთიანეთი – 0

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2572 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1553 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 729, აჭარაში – 157, იმერეთში – 309;
  • 839 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 180 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ამ ეტაპზე მძიმეა 289 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 104 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვლიდან) დღემდე კორონავირუსი 269 800 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 263 727 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 3475 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]