weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2021

ქუთაისში მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი მიენიჭება

17:25 ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021 hits 155

ქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახლი მიენიჭება. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, საკრებულოს შესაბამის კომისიები გადაწყვეტილებას უახლოეს ვადებში მიიღებენ. დღეს, 25 თებერვალს - საბჭოთა ოკუპაციის დღეს - მანიშნებელი აბრა სიმბოლურად შინდისის ბრძოლის მონაწილე ტრისტან ჩიტიძემ განათავსა.

„100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან . სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება დღემდე, თუმცა, ეს დროებითია, ჩვენ მას აუცილებლად დავასრულებთ და ყველანი ერთად ვამბობთ-არა ოკუპაციას! სწორედ ამიტომ, სწორედ დღეს - 25 თებერვალს ვაცხადებთ სიმბოლურად, რომ ეს ქუჩა, რომლის სახელიც აქამდე ოკუპანტთან ასოცირდებოდა, ამიერიდან იმ გმირი ბიჭების სახელობის იქნება, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- სიცოცხლე შესწირეს ოკუპანტებთან ბრძოლას. მათი გმირობის და ხსოვნის პატივსაგებად იქნება ქუთაისში შინდისის გმირების სახელობის ქუჩა“, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუჩისთვის სახელის გადარქმევა მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“ მოითხოვა.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]