weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

25 436 ტესტის შედეგად კორონავირუსი 337 ადამიანს დაუდასტურდა

11:29 პარასკევი, 26 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 25 436 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა.

25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.32 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 2.2 %-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.03%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 175, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 37

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 33

შიდა ქართლი – 21

კახეთი – 18

აჭარა – 17

ქვემო ქართლი – 15

გურია – 13

მცხეთა-მთიანეთი – 5

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

სამცხე-ჯავახეთი – 1

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2579 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1542 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 735, აჭარაში – 165, იმერეთში – 285;
  • 870 ინფიცირებული მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეის მდგომარეობით, 277 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 110 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, 7970 კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელების შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კორონავირუსი სულ 270 137 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 264 047 უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 3485 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]