weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა

12:14 პარასკევი, 26 თებერვალი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა. მან ირაკლი ქარსელაძე შეცვალა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა.

გიორგი წერეთელი 2018 წლის აპრილიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს: 2018 წელს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში იყო სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, 2017-2018 წლებში კი - შპს „რივერსაიდ ინვესტში“ პროექტების მართვის მენეჯერი. 2017 წელს გიორგი წერეთელი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში იკავებდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას. 2016-2017 წლებში იყო კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2015 წელს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში იკავებდა სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციას, ამავე სამსახურში, 2013-2015 წლებში, იყო სადაზღვევო ნორმატივებისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი უფროსი სპეციალისტი.

რაც შეეხება კერძო სექტორში მუშაობას, 2011-2013 წლებში გიორგი წერეთელი შპს „რენოკოლ გეოიმპექსში“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, 2009-2013 წლებში შპს „ნდნ“-ის დირექტორი იყო, 2008-2010 წლებში შპს „მეტალინვესტში“ მთავარი მენეჯერი,  ხოლო 2005-2008 წლებში, შპს „ჯი-ეს-ეი“-ში დირექტორის მოადგილე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას პირველი მარტიდან სალომე წურწუმია დაიკავეს. ამ დრომდე, ის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]