weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

34 933 ტესტის შედეგად კორონავირუსის 373 შემთხვევა გამოვლინდა

11:42 შაბათი, 27 თებერვალი 2021

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 34 933 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა.

26 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.07%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში 2.07%, ხოლო ბოლო 7 დღეში 1.76%-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 177, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი - 47

შიდა ქართლი - 41

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 28

აჭარა - 19

გურია - 19

კახეთი - 16

მცხეთა-მთიანეთი - 8

სამცხე-ჯავახეთი - 8

ქვემო ქართლი - 6

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2396 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

1481 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 714, აჭარაში - 160, იმერეთში - 282;

751 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;

164 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

254 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, 98 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, 7304 კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვლიდან) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 270 510 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 264 589 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე კორონავირუსს ჯამში 3499 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]