weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოში COVID-19-ის 248 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 ადამიანი გარდაიცვალა

11:21 კვირა, 28 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 27 885 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი, ხოლო 11 – გარდაიცვალა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89%-ია, ბოლო 14 დღეში – 1.96%, ხოლო ბოლო 7 დღეში – 1.55%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 31

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 17

კახეთი – 16

აჭარა – 16

შიდა ქართლი – 14

ქვემო ქართლი – 8

მცხეთა-მთიანეთი – 7

გურია – 6

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3

სამცხე-ჯავახეთი – 1

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2108 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 712, აჭარაში – 166, იმერეთში – 264;
  • 465 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

მძიმეა 265 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 91 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 323 ადამიანი, ხოლო 7065 – თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 270 758 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 265 114 უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 3510 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]