weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

პოლიტიკური კრიზისი გვაშფოთებს, მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდებ – შარლ მიშელი

11:45 ორშაბათი, 01 მარტი 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი ვიზიტი მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში არის ამ ქვეყნებისთვის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან.

როგორც შარლ მიშელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შედგეს რეფორმები და ეს კოვიდ-19-ის მდგომარეობა, რომელიც ყველას გვიტევს, დავასტაბილუროთ. მინდა აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი.

ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც კრიზისი გამწვავებულია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და პირადად მეც. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. მოვუწოდებ ამ მოქმდებისკენ, პასუხისმგებელი მოქმედებისკენ, პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგისკენ.

დღის მეორე ნახევარში ასევე მექნება საშუალება, მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს ლიდერშიფს, ყველა მხარის ჩართულობას.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს. მოახდინოს დემოკრატიული ბაზების კონსოლიდირება არა მხოლოდ ევროპასთან კავშირში, არამედ თავისი დემოკრატიული ბაზებისაც, რათა ადამიანის უფლებები იყოს დაცული, მათი სურვილები განხორციელდეს, შეიქმნას პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარებული იქნება ღია დემოკრატიით, დამოუკიდებელი და წარმომადგენლობითი სასამართლო სისტემით. ეს გაამყარებს ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ეს მიზნები ასოცირების ხელშეკრულებაშიც არის ასახული, ძალიან ამბიციურია და ასახავს ევროპის მხარისა და საქართველოს ვალდებულებებსაც.

 

ამ თემაზე:

შარლ მიშელის ვიზიტი ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის – ზურაბიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]