weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12:39 ორშაბათი, 01 მარტი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული 17 947 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 409 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა.

28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.9%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის მანძილზე – 1.44%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან თბილისში 73 დაფიქსირდა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 33

აჭარა – 17

გურია – 9

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 9

ქვემო ქართლი – 5

შიდა ქართლი – 3

კახეთი – 6

მცხეთა-მთიანეთი – 3

სამცხე-ჯავახეთი – 1

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 1849 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1510 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 719, აჭარაში – 173, იმერეთში – 278;
  • 185 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 154 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

265 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 პირი იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, ხოლო 6816 თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 270 918 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 265 523 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 3520 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]