weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ისნის ბაზრობაზე 1200 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა

11:44 შაბათი, 19 აგვისტო 2017

თბილისში, ისნის რაიონში მდებარე მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 1200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

ცეცხლი ე.წ. დაშლილების ბაზრობის ტერიტორიაზე დაახლოებით 04:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, დავით გელაშვილის განცხადებით, ავტომობილების ნაწილს საწვავის ავზი ჰქონდა, ადგილზე იყო გაზის ბალონებიც, რამაც აფეთქებები გამოიწვია. მისივე ცნობით, ხანძრის ჩაქრობას 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]