weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გარდაბანში აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა

16:53 ორშაბათი, 01 მარტი 2021
tv4.ge-ის ფოტო tv4.ge-ის ფოტო

გარდაბანში, აფეთქების შედეგად, მეშვიდე კლასის მოსწავლე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ გარდაბანში მერის წარმომადგენელმა, კოლია ონიანმა დაუდასტურა.

აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც საავადმყოფოშია. როგორც კოლია ონიანი ამბობს, შემთხვევა დაახლოებით 1.5 საათის წინ, ე.წ. ვაგზლის ქუჩის მიმდებარედ მოხდა. ბავშვები სავარაუდოდ, სოფელ თბილწყაროს სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერ უცნობია, რა აფეთქდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]