weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2021

გვაქვს მოლოდინი, რომ ვაქცინაციის დაწყება მარტს აღარ უნდა გადასცდეს – გაბუნია

12:59 სამშაბათი, 02 მარტი 2021 hits 164

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა მარტში დაიწყება. თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „ფაიზერზე“ ადრე შემოვა.

„ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს პირველი დოზების ჩამოტანა ქვეყანაში და შემდეგ გაგრძელდება. „კოვაქსი“ ცალსახად მიუთითებს, რომ ქვეყანაში „ასტრაზენეკა“ შემოვა უფრო ადრე, ვიდრე „ფაიზერი“. „ფაიზერის“ შემოტანის ვადა საბოლოოდ დაზუსტდება მას შემდეგ, რაც ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმ პირობებზე, რასაც აყენებს და დააყენებს „ფაიზერი“ სატელეფონო კომუნიკაციის დროს. მოლოდინი გვაქვს ასეთი, რომ მარტს აღარ უნდა გადასცდეს ვაქცინაციის პროგრამის დაწყება და ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სამივე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება, „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელიც შემოტანა თებერვალში უნდა მომხდარიყო, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე „კოვაქსი“ 2-3-კვირიან გადავადებაზე საუბრობს: „თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ „კოვაქსის“ შეპირებაც დამოკიდებულია მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულებაზე. ამდენად, ეს არის სამმხრივი პასუხისმგელობა და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად სამივე მხარე ერთნაირად დაიცავს დადებულ პირობას“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]