weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

კახეთს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი –80 გრადუსიანი მაცივარი აჩუქეს  

10:49 ოთხშაბათი, 03 მარტი 2021
ფოტოზე - დავით მრელაშვილი ფოტოზე - დავით მრელაშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველმა ტელენევროლოგმა, დავით მრელაშვილმა კახეთის რეგიონს „ფაიზერის“ (Pfizer) ვაქცინის შესანახად –80 გრადუსზე მომუშავე მაცივარი საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოსთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას შესანახად სჭირდება განსაკუთრებული პირობები, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შესაბამის დაწესებულებებს ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენთან შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, ამ მაცივრის საშუალებით, კახეთის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მაცივარი თელავშია და მისი ტევადობა ისეთია, რომ კახეთის მოსახლეობის ვაქცინაციისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობა შეგვიძლია შევინახოთ“, – ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

„ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა ეს პროცესი გადაიდო. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით გადავადების მიზეზი „ფაიზერის“ მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება გახდა. ვაქცინის მოწოდების ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახებოდა, სადაც შესაძლებელია ვაქცინისთვის ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმის (მინუს 70-80 გრადუსი) უზრუნველყოფა. „ფაიზერის“ ვაქცინით სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]