weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვაზიანის ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა

10:44 ხუთშაბათი, 04 მარტი 2021

ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თავი მოიკლა. შემთხვევა გუშინ, 3 მარტს მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

სამინისტროს ცნობით, დაჭრილი დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომხდარი შემთხვევა ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]