weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გორის რაიონში 12 წლის გოგონამ იმშობიარა, დაკავებულია 50 წლამდე მამაკაცი

13:50 ხუთშაბათი, 04 მარტი 2021

გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 12 წლის გოგომ იმშობიარა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ, 2020 წელს მოხდა, თუმცა მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია ახლა გავრცელდა. გოგონა უკვე 13 წლისაა, ხოლო პოლიციის მიერ დაკავებული მამაკაცის ასაკი 50 წლამდეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბრალდებული თებერვალში დააკავეს.

ადგილობრივი ონლაინგამოცემა Qartli.ge-ის ინფორმაციით, გოგონას მშობლები დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი თბილისში გადავიდნენ. ადგილობრივებმა Qartli.ge-ის უთხრეს, რომ ოჯახს სოფელში სახლი ისევ აქვს.

გორის სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყება თბილისის სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]