weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ოჯახს იმედი აქვს, რომ ერგნეთის შეხვედრის შედეგად ზაზა გახელაძეს გაათავისუფლებენ

11:53 პარასკევი, 05 მარტი 2021

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა იმართება. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე კვლავ დააყენებენ ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.

„ეს საკითხი გაჟღერებულია ძალიან მაღალ რეგისტრში, სხვადასხვა დონის საერთაშორისო ფორუმზე, გვაქვს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა და შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზეც ეს საკითხი იქნება პრიორიტეტული. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოცემულ პერიოდში უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პრობლემებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცხინვალში პატიმრობამისჯილი ზაზა გახელაძის ოჯახს იმედი აქვს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები გათავისუფლების გადაწყვეტილებამდე მივლენ.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეს მაინც შეგვისრულებენ დაპირებას, ზაზა გათავისუფლდება და დაგვიბრუნდება. რატომღაც გვჯერა დღევანდელი დღის, პირდაპირი შეხვედრების, იქნებ მოხდეს მოლაპარაკება“, – განაცხადა ზაზა გახელძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.

რუსი სამხედროების მიერ 2020 წლის 11 ივლისს გატაცებულ 34 წლის ზაზა გახელაძეს, 2021 წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სასამართლომ სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა კიდევ ერთ მოქალაქეს – 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ, 53 წლის გენადი ბესტაევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]