weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

Business Insider-მა ყაზბეგი აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის დაასახელა

16:45 შაბათი, 19 აგვისტო 2017

ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ Business Insider-მა იმ 100 ადგილის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც ცხოვრების მანძილზე ყველამ უნდა ნახოს. ამ ჩამონათვალში ყაზბეგიც მოხვდა.

გამოცემის ინფორმაციით, მათ სია 20 ცნობილი ბლოგერსა და მწერლის/რედაქტორის რჩევით შეადგინეს.

Suitcase Magazine-ის რედაქტორი ინდია დოული ამბობს, რომ ყაზბეგი - კავკასიის მთებში მდებარე ეს პატარა ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია სადაც კი ოდესმე ყოფილა. მისივე თქმით, თბილისელები ყაზბეგში ზაფხულში ადიან და ველურ ცხენებს შორის მთის ნოყიერ ბალახზე კარვებს შლიან. რედაქტორი ამბობს, რომ ყაზბეგი ჩანჩქერების თავბრუდამხვევი ხედებითა და მაღალი მწვერვალებით გამოირჩევა.

Business Insider-ის სიაში ასევე მოხვდა კაბადოკია და სხვა კარგად თუ მეტნაკლებად ცნობილი ადგილები ისეთ ქვეყნებში, როგრიცაა მადაგასკარი, შვედეთი, შოტლანდია, მოზამბიკი, ეკვადორი, ნამიბია, რუსეთი, ავსტრალია, ბრაზილია, ყაზახეთი, იაპონია, ჰავაის კუნძულები და სხვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]