weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სანადირო თოფიდან გასროლით პოლიციელის დაჭრისთვის 41 წლის მამაკაცი დააკავეს

14:41 შაბათი, 06 მარტი 2021
კადრი შსს-ს ვიდეომასალიდან კადრი შსს-ს ვიდეომასალიდან

სამართალდამცველებმა ვანში, 41 წლის მამაკაცი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან პოლიციელი გუშინ, 5 მარტს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაჭრა.

„5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მამაკაცს, ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]