weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გორში 14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

16:47 შაბათი, 06 მარტი 2021

სამართალდამცავებმა გორში, 14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ბრალდებულის დაკავება რამდენიმე კვირის წინ, თებერვალში მოხდა.

დაკავებული „პატრიოტთა ალიანსის“ გორის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრია. როგორც ირკვევა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, არასრულწლოვანი ამ პარტიის აქტივობებში იყო ჩართული. გამოძიეაბა ხუთი თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციას ბავშვის დედამ მიმართა.

„შემთხვევით გავიგე ამის შესახებ. მივყევი ჩემს შვილს ამ ოფისში, არასრულწლოვნები, ჩემი შვილის ტოლი ბავშვები იმყოფებოდნენ, რამაც დამაეჭვა. გავესაუბრე და ამ პიროვნებამ მითხრა, რომ იყო ფსიქოლოგი. რაღაც დეტალებმა დამაეჭვა, შემდეგ შევამოწმე ჩემი შვილის ტელეფონი, სადაც გამოკვეთილი იყო, რომ არ იყო ეს ჩვეულებრივი უფროსის და არასრულწლოვნის მიმოწერა, რაღაც უხერხული sms-ები იყო. ამ პიროვნებას პირადად შევხვდი, მოტყუებით, ვითომ ჩემი შვილი ხვდებოდა და მივიყვანე პოლიციაში“, – ამბობს არასრულწლოვნის მშობელი „მთავარ არხთან“.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]