weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ფარული ჩანაწერები, სადაც ღარიბაშვილი, ჩუბინიძე და ბერა მონაწილეობენ

03:29 კვირა, 07 მარტი 2021

ტელეკომპანია „პირველმა“ ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. „პირველის“ ცნობით, ჩანაწერებიდან ირკვევა, როგორ სჯიან ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებმაც გაბედეს და სოციალურ ქსელში ბერას შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები კონფიდენციალურმა, ანონიმურმა წყარომ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუგზავნა. სულ ოთხი აუდიოფაილი მიიღეს. სიუჟეტის ავტორის თქმით, მათთვის არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი ირაკლი ღარიბაშვილის, ანზორ ჩუბინიძისა და ბერა ივანიშვილის საუბრები.

ერთ-ერთ ჩანაწერი სავარაუდოდ ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარს ასახავს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტის თქმით, ივანიშვილი ინტერესდება, შეასრულეს თუ არა მისი დავალება, ანუ დასაჯეს თუ არა ის Facebook მომხმარებელი, რომელმაც ერთ-ერთ კომენტარში შეაგინა.

„ბ.ი. – ბატონო ანზორ, გცალიათ ორი წუთით? დღეს რა გეგმაა იტოგში, იმ ლადოზე თუ ვიღაცაზე? მაგასაც დედა ეტ....ბა ხო წესით?

ა.ჩ. – კი, ბატონო.

ბ.ი. – მომისმინე და ისა, დღეს იმ ღ...სთან ვამოწმებთ, მამამისმა გაიგო თუ არა? თუ არა, ვიკიდებთ?

ა.ჩ. – ჯერ მოდი ის გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა Facebook-ით ბოდიში მოგიხადოს და მერე მაგის იმას რა უნდა, მამამისის იმას... ტელეფონი მაქვს, დავურეკავ და შევეკითხები კაცო და ვეტყვი.

„ბ.ი. – გვინდა რომ მოგვიხადოს და მაგ შემთხვევაში მამა გვაწყობს თუ არ გვაწყობს?

ა.ჩ. – რა?

„ბ.ი. – ანუ, ბოდიშის მოდა გვინდა და.

ა.ჩ. – თუ გვინდა, მაშინ სახლში უნდა მივიდე. ყველა ვარიანტში მაინც მივალ. ალბათ, ახლა მაინც დამხვდება, გვიან მივალ.

„ბ.ი. – ანუ დანძ..ული აქვს მაგას მაშინ, ჰა?

ა.ჩ. – ნუ, მემგონი, ყველაზე მთავარი გუშინ იყო, რაც საჭირო იყო მოხდა“.

სიუჟეტის ავტორის თქმით, ამის შემდეგ ანზორ ჩუბინიძე ირაკლი ღარიბაშვილს ურეკავს, რათა გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს „ლადოს შესახებ“ ბერას მონაყოლი. სავარაუდოდ ღარიბაშვილი ჩუბინიძეს ეუბნება, რომ ის მორიგ სადამსჯელო ოპერაციას ასრულებს.

„ა.ჩ. – ლადო ....სთან ვაპირებთ ასვლას. ხოდა ისე არ გამომივიდეს... ვერ იხსენებს ვერავინ. მარტო ბერა იძახის , ნაღდი იყო, მაგინებდაო. ესე ტყუილად არ მივაკაჩავოთ-მეთქი, მართლა ვფიქრობ. შენ რას ფიქრობ? გახსოვს რამე?

ი.ღ. – არა, მეც მითხრა ეგ გვარი და მე ვუთხარი არ მახსოვს ეგ გვარი-მეთქი. ლადო ვიღაცა, არ მახსოვს.

ა.ჩ. – ახლა რომ ავიდე და საწყალმა ხელები გაშალოს ტყუილად, ხო უხერხულია? ჩვენ ავალთ მაინც. ისე მაინც ვეტყვი - შენი იქიდან შემოსულია ლანძღვა და მეორედ გააკონტროლე შენი ის, თორემ ვიღაცას თითები მოატყდება-მეთქი.

ი.ღ. – [იცინის] მოკლედ, სადამსჯელო ოპერაციაზე ხარ რა. მორიგ სადამსჯელო ოპერაციაზე“.

ამის შემდეგ ისევ სავარაუდოდ ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძის საუბარი ისმის: „ბატონო ანზორ, რა ქენით ჯიგარო?“, – ისმის შეკითხვა.

„რავი, მივედით და მოიკლა თავი - არავითარი ცუდი სიტყვა მე არ დამიწერიაო. მოკლედ გავაფრთხილეთ რა. დედამისი დაგვხვდა, მთელი ოჯახი იყო რა. კარგი ოჯახი იყო. ჩვენ ვუთხარით, რომ დარწმუნებული არ ვართ, რომ შენი იქიდან რამე იყო, მაგრამ ამ სიაში მოხვედრილი ხარ, ახლა მოვედი და გაგაფრთხილე, მეორედ კიდევ მოხვდები-თქო და შენს თავს დააბრალე თქო“, – პასუხობს სავარაუდოდ ანზორ ჩუბინიძე.

„ტვ პირველის“ ცნობით, ბერა ივანიშვილმა სიაში მყოფი სხვა პირების დასჯა მოითხოვა: „სხვები ვიპოვოთ, სხვებს დაენ..ათ, რა“.

ჟურნალისტის თქმით, კიდევ ერთ ჩანაწერში ირაკლი ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილს უყვება, როგორ დასაჯეს 15 წლის მოსწავლე. ერთ-ერთ ფრაგმენტში ისმის:

„ბ.ი. – სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს.

ი.ღ. – ვერ წავიდოდა სკოლაში ტო.

ბ.ი. – სტრესი ექნება ხო მაგას.

ი.ღ. – მაგარი სტრესი ექნება“

საუბრის დროს ახსენებენ ვინმე ამიკოს და ვახოს, რომლებიც სავარაუდოდ გარჩევაში მონაწილეობდნენ. ჟურნალისტის თქმით, დიდი ალბათობით, ვახო შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია.

„ი.ღ. – ბერა დავალაპარაკეო, ბოდიშებს უხდიდა, კანკალებდაო.

ბ.ი. – მეორეზე რა გითხრა?

ი.ღ. – ის ვაფშე გაფითრდაო.

ბ.ი. – ის ვაფშე გათეთრდაო?

ი.ღ. – ამიკო მეუბნებოდა ვაფშე კანკალებდაო, ვერ ელაპარაკებოდაო.

ბ.ი. – დამირეკა ანზორამ - ბოდიშს მოგიხდისო და მე ხომ არ ვიცოდი იქ რა ქნეს - პიზ..ეს, არ პიზ...ეს. არ ვიცოდი რატომ უნდა მებაზრა. ძმაკაცურად ვერ დავუწყებდი, ძალიან დიდი დანაშაული იყო. ვითომ არ შეგიგინებიაო და ძალიან დიდი დანაშაული იყო ტიპისგან. მე ვუთხარი - კარგი, ბაზარი არ არის, ბოდიში მომიხადე, პროსტა აღარ გამეორდეს-მეთქი, შენ ყ.. ძმაკაცებს გადაეცი დედის .... ტიპი მირეკავს, ბოდიშს მიხდის, 5 კაცი ადგას და დედას აგინებს - ეგ წარმოვიდგინე, რა.  

ი.ღ. – ყოჩაღ ძმაო, ძაან მაგრა მოქცეულხარ. მაგარი კაცურად მოიქეცი შენ“.

ჟურნალისტის თქმით, შესაძლოა, ჩანაწერები დაახლოებით 2016 წელს გაკეთდა, რადგან ლადო, რომელსაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ახსნებს და ამბობს, რომ 23 წლისაა, ახალა 27-ის არის.

სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ამ ყველაფრის“ საქმის კურსში იყო. ერთ-ერთ ფრაგმენტში სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში აღნიშნავს: „მაგათმა, ყველამ, ვინც იგინებოდა ბოდიშები რომ მოიხადონ და სხვა სასტავიც ნახავს რა. მამაჩემმაც თქვა, ეგ გააკეთეთ აუცილებლადო, „ზა მარალნი უშერბ“ ხო აზრზე ხარ, მორალური იმისთვის“.

„ბ.ი. – ბიჭო, ისე მაგრად დაამახსოვრდებათ.

ი.ღ. – გავარდება ხმა. ერთი შემოვლა გავაკეთოთ, მაგარი იქნება. მაგათ ჩამოვუაროთ ყველას, დედა მოვუ..ათ ყველას. მერე გაბაზრდება, რომ ასე არ ყლაპავ რა. მაგათ უნდა იგრძნონ, მაგ დედა მოტყ....ებმა, ვისთან აქვთ საქმე, ტო.

ბ.ი. – ოჯახიც მაგარ საფრთხეში ჩააგდო, ტო. მაგან რა იცოდა. ჩვენ შეგვეძლო ყველა დაგვებრიდა იქ, მეზობლები და ისინი, მაგარი სტრესია. ეს იყო ხუმრობა, რომელიც ცუდად დასრულდა. რომ დაწერონ, რომ დავისაჯეთ ან რაღაც ეგ სიტყვა, გაიგე? ესეთი რამ არ გაბედოთ, თორემ ძალიან ცუდად დამთავრდება ისევ თქვენთვისო, რა. აუ, იკა მაგარია დედა რომ მო...ნათ, ჰა?  

ი.ღ – მაგარი ძალიან, მაგარი“.

სიუჟეტის ავტორი აუდიოფაილებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქუჩური წესებით, კანონის გვერდის ავლით ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციებისას ბერა ივანიშვილის აუგად მომხსენიებლებს ოჯახის წევრებისა და მეზობლების წინ ატერორებდნენ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის თქმით, არ ახსენდება, ბერას მისთვის იმ ადამიანის მოძებნა ეთხოვა, ვინც შეაგინა.

„არასდროს არ უთხოვია, როგორც თქვენ ლაპარაკობთ, მაგ ფორმით - ვიღაც დასაჯე და ეგეთი რამ“, – უთხრა ჩუბინიძემ ჟურნალისტს.

ტელეკომპანია „პირველის“ მიერ მოპოვებული ფარული აუდიოჩანაწერები განიხილეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 6 მარტის სხდომაზე. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ისაუბრეს და დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერები 2010 წელს არის გაკეთებული.

„შეიძლება რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის ანუ მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა, არის აბსოლუტური ფაბრიკაცია და ამის მეშვეობით, ჩვეულებრივი კაგებეს მეთოდებით, კაგებეშნიკურად, როგორც ეძახიან ხოლმე ნახევრად ჟარგონულად ხოლმე ამ ქვეყანაში, წარსული მძიმე გამოცდილების მიხედვით, არის დამონტაჟებული და საინფორმაციო მიმდინარეობს ტერორი ჩვენს საზოგადოებაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]