weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

24 594 ტესტის შედეგად კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:25 ხუთშაბათი, 11 მარტი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 24 594 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 310 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა.

10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.61%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღეში 1.50%-ია, ხოლო ბოლო 7 დღის მანძილზე – 1.83%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 194, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 73

შიდა ქართლი – 28

კახეთი – 27

აჭარა – 21

გურია – 20

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 17

ქვემო ქართლი – 10

მცხეთა-მთიანეთი – 4

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

სამცხე-ჯავახეთი – 0.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2976 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 676, აჭარაში – 148, იმერეთში – 245;
  • 1519 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 25 – აჭარაში.

დღეისთვის 275 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, 74 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ ეტაპზე საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, ხოლო 5493 თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსის 274 045 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 267 421 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 3622 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]