weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება  

19:11 კვირა, 20 აგვისტო 2017

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2017 წლის 15 სექტემბერს, პარასკევს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვრება 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად 15 ივნისის წინა პარასკევი განისაზღვრება. ამასთან, პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს სრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს.

ზამთრის არდადეგების პერიოდი განსაზღვრულია 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე. საგაზაფხულო არდადეგების – 8 მარტიდან 15 მარტამდე, ხოლო ზაფხულის არდადეგების – 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]