weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გურიაში 11 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამინაცვალი დააკავეს

10:57 პარასკევი, 12 მარტი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში, 1991 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს, რომელსაც ბრალად გერზე სისტემატური სექსუალური ძალადობა ედება.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის - 2010 წელს დაბადებული ნ.გ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

„ასევე დადგინდა, რომ დ.მ. აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა. მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და სამართალდამცველებმა დ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]