weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გომისმთაზე ჩარჩენილ ახალგაზრდებთან კავშირი გაწყდა, მაშველები ჯერ არ მისულან

14:32 პარასკევი, 12 მარტი 2021
სალაშქრო კლუბი იეტის ფოტო სალაშქრო კლუბი იეტის ფოტო

გურიაში, გომისმთაზე, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო გზაზე ჩარჩენილ ახალგაზრდებთან კავშირი გაწყდა, მაშველები კი შემთხვევის ადგილას ამ დრომდე არ მისულან. დილას მიღებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა გარდაცვლილი იყო, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, დარეკვა მეოთხე ახალგაზრდამ შეძლო.

ამ თემაზე: გომისმთაზე მაშველებმა სამი ადამიანი ცოცხალი იპოვეს, ერთი გარდაცვლილი

„რეგინფოს“ ინფორმაციით, გომისმთიდან ფეხით მომავალმა ოთხმა ახალგაზრდამ დიდთოვლობისა გამო მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ისინი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ბოხვაურისა და დვაბზუს მცხოვრებლები არიან. ამ სოფლებიდან გომისმთამდე დაახლოებით 30 კილომეტრია. ახალგაზრდები გომისმთაზე გუშინ წავიდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ სატელეფონო ზარი დღეს, დილით მიიღეს, რის შემდეგაც მაშველების ათკაციანი ჯგუფი გომისმთისკენ გაემგზავრა.

„გზამშენი 18“-ის ხელმძღვანელის თემურ ჯახვას განცხადებით, გომისმთისკენ მიმავალი გზის გაწმენდა მაშინვე დაიწყეს, როგორც კი გზაზე ახალგაზრდების ჩარჩენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მისივე თქმით, ტრაქტორი, რომელიც გზას წმენდს, სავარაუდო შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრშია.

„1.5-2 მეტრი სიმაღლის თოვლია, რაც გაწმენდით სამუშაოებს აფერხებს. კიდევ თოვს. ვფიქრობთ, რომ ერთ საათში მივალთ იმ ადგილამდე, რომელიც კავშირზე გამოსულმა ახალგაზრდამ დაგვისახელა.

ვახტანგის საცივს ეძახიან ამ ადგილს. სამწუხაროდ, მეოთხე ახალგაზრდასთან კავშირი გაწყდა. ვიცით, რომ ერთი მათგანი გარდაცვლილია, გაიყინა, ხოლო ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო ჯერ კიდევ იმ დროისთვის, როცა ზარი მივიღეთ“, - ამბობს თემურ ჯახვა.

„რეგინფომ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ჰკითხა, რატომ არ ჩართეს სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი. სამსახურისგან განმარტებას ველოდებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის ბჟუჟჰესი-გომისმთას მონაკვეთი 18 ნოემბრიდან ოფიციალურად დაკეტილი აქვს. ზამთარში ამ გზაზე მოძრაობა აკრძალულია.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი. მთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. სააგენტოს ცნობით, მთიან ზონებში თოვლის ზვავებისა და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების საფრთხე არსებობს.

 

მაშველები გომისმთაზე იმ ადგილამდე მივიდნენ, სადაც ახალგაზრდები ჩარჩნენ

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]