weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ბორჯომში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

20:59 კვირა, 20 აგვისტო 2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან ოთხ საათზე მეტია ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, რთული გარემო პირობებისა და დაბალი ხილვადობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეწყვიტა.

სოფელ დაბასთან, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაბომბილ ტერიტორიაზე ხანძარი შუადღეს გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 1.5 ჰექტარს უკიდია. ადგილზე მობილიზებული არიან სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები, 100-მდე მეხანძრე და ადგილობრივი მოხალისეები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი ქარი და მიუდგომელი ადგილმდებარეობა ართულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]