weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

დღეს რაჭაში მიწისძვრა ორჯერ მოხდა

14:31 შაბათი, 13 მარტი 2021

დღეს, 13:46 საათზე, რაჭაში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.3 (ML) მაგნიტუდა იყო და ეპიცენტრი სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი მახათაძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ მიწისძვრის შედეგად ნგრევის ან დაზიანების შესახებ მერიაში ინფორმაცია არ შესულა. მისივე თქმით, ქალაქ ონში მიწისქვეშა ბიძგები „დიდად არ იგრძნობოდა“.

განახლება: ერთი საათის შემდეგ, 14:55 საათზე, 3.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა ქალაქ ონში. 

რაჭა სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია და ბევრი მიწისძვრა ხდება. სწორედ ამიტომ, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ეწინააღმდეგებიან რაჭა-ლეჩხუმში დიდი, კაშხლოვანი ჰესების მშენებლობას. 

ყველაზე მძლავრი მიწისძვრა რაჭაში 1991 წლის 29 აპრილს, 09:12 საათზე მოხდა - სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრში კი, რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში ინტენსივობა 9 ბალს აღწევდა. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]