weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ვებგვერდი Booking.moh.gov.ge ამოქმედდა

17:39 შაბათი, 13 მარტი 2021

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დღეიდან, 13 მარტიდან, ამოქმედდა ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა და აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეუძლიათ.

აცრების პირველ ეტაპზე, ვებგვერდზე https://booking.moh.gov.ge/ დარეგისტრირდებიან ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შერჩეული პირველი პრიორიტეტული ჯგუფის - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.

დღეს, საქართველოში შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა შემოვიდა.

პირველ ეტაპზე აიცრება ის სამედიცინო პერსონალი, რომელთაც არ აქვთ COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებულთა რაოდენობა 54 000-ია. აღნიშნული ჯგუფის მოცვის შემდეგ იგეგმება აცრის ეროვნული გეგმით დამტკიცებულ მომდევნო პრიორიტეტულ ჯგუფში შემავალი მოხუცთა და ხანდაზმულთა სახლის მობინადრეებისა (2000 პირი) და 75 წელს ზემოთ ასაკის პირების აცრა.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, წელს საქართველოში უნდა აიცრას 1 700 000 ადამიანი. ზაფხულში ჩვენ გვექნება მასობრივი იმუნიზაცია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]