weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

პაატა იმნაძე კორონავირუსის ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებს

20:14 კვირა, 14 მარტი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ხვალ 09:00 საათზე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში, სწორედ ჩვენს დაწესებულებაში, რითიც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში და ის, ვინც პირველი პაციენტი მიიღო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასი დოზა ორ კვირაში გაიხარჯება და ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ იქნება.

„აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო სასურველია. როცა ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იყო, ყველას უნდოდა, ყველა ითხოვდა და გვსაყვედურობდა, როგორ ვერ დავიწყეთ აქამდე ვაქცინაცია. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინა შემოვიდა, ეს ენთუზიაზმი შენელდა.

ექიმების მხრიდან გამოითქმება მზადყოფნა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯერ მოიცადონ, დაელოდონ შედეგებს, ნახონ რამდენად უსაფრთხო იქნება და შემდეგ აიცრან. საბედნიეროდ, ასეთი ნახევარზე ნაკლებია. ექიმების ნახევარზე მეტი აიცრებიან და მზად არიან, ყოველგვარი აგიტაცია-პროპაგანდის გარეშე აიცრან. ყველა ელოდება პირველ დღეს და რომ ნახავენ, ძალიან წარმატებით ჩატარდება, მერე ყველა გათამამდება და თავშეკავებულთა რიცხვი ავტომატურად შემცირდება“, – ამბობს ცერცვაძე.

13 მარტს, საქართველოში შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა შემოვიდა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში, ამ ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]