weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2024

კასპში, სასაფლაოზე 34 წლის მამაკაცი მოკლეს

11:15 ორშაბათი, 15 მარტი 2021
ფოტო - qartli.ge ფოტო - qartli.ge

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცის ცხედარი კასპის ერთ-ერთ სასაფლაოზე გუშინ იპოვეს. გარდაცვლილი კასპში მცხოვრები ნოდარ ღუნაშვილი, მეტსახელად „კონტარაა“. ის ყოფილი მსჯავრდებულია და ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]