weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თელავში 26 წლის მამაკაცმა 15 წლის გოგონა გააუპატიურა, რის შემდეგაც მსხვერპლს ძმამ სცემა

17:48 სამშაბათი, 16 მარტი 2021

თელავის რაიონში 26 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც გოგონას ოჯახის წევრებმა ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ გაიგეს, მსხვერპლს ძმამ რამდენჯერმე სცემა. პოლიციამ ძმაც დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1996 წელს დაბადებულ ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, ხოლო 1995 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს – წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში). დანაშაულები 3 წლამდე და 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]