weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ორ დღეში 1375 მედიცინის მუშაკი აიცრა, რაც საკმაოდ დაბალი რიცხვია – გამყრელიძე

18:32 სამშაბათი, 16 მარტი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი დღეში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 1375-მა მედიცინის მუშაკმა გაიკეთა, რაც „დიდი აქტივობა“ არ არის.

გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო სექტორში დაახლოებით 75 ათასი ადამიანია დასაქმებული. ვაქცინაციის ამ ეტაპისთვის სამიზნე ჯგუფში 41 ათასამდე ადმიანია.

„მხოლოდ 4532 მედიცინის მუშაკის ჯავშანია პორტალზე, ამ ორი დღის განმავლობაში აიცრა 1375: გუშინ – 727 და დღეს ჯერჯერობით – 648, რაც საკმაოდ დაბალი ციფრია. ძალიან გვინდა, რომ ვაქცინის 43 000 დოზა მომავალი ორი კვირის განმავლობაში იქნეს ადმინისტრირებული ქვეყანაში. 43 ათასი რომ 14 დღეზე გავყოთ, დღეში დაახლოებით 3 ათასი აცრა მაინც გვჭირდება.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა 10 დოზიანი ფლაკონებით არის შემოსული. როცა გაიხსნება, რიგში უნდა გვყავდეს 10 ადამიანი, რომელიც აიცრება. თუ ეს 10 ადამიანი რიგში არ არის... აი, გუშინ, დღის ბოლოს, როცა 10 ადამიანი რიგში არ იყო და იყო, ვთქვათ, 7 და 3 დოზა უნდა დარჩენილიყო, დაავადებათ კონტროლის ცენტრიდან მოდიოდნენ ჩვენები და იცრებოდნენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა ვაქცინაციის ტემპის მომატება, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ეპიდემია დასრულდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]