weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ეუთოს შეფასებით, არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი – ჟოზეფ ბორელი

22:14 სამშაბათი, 16 მარტი 2021

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, როდის ჩატარდება საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები.

ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბორელს ჰკითხეს, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად რამდენად ეფექტური იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რასაც ოპოზიცია ითხოვს.

„ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები, თუმცა, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა ბორელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

„გაცხადებულია, რომ 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეუთო/ოდირმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები აღიარეს როგორც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება 2024 წელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რასაც ოპოზიცია მოლაპარაკებების დროს აყენებს. ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტატებად არჩეულმა პირთა უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]