weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თელავის და ახმეტის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

15:11 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

22 აგვისტოს, 07:00-დან 19:00 საათამდე, ქალაქ ახმეტის და თელავის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, გაზის ასევე შეუწყდებათ ახმეტის რაიონის სოფელების ქისტაურისა და ოჟიოს და თელავის რაიონის სოფლების გულგულისა და ნაფარეულის მომხმარებლებს.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკური სამუშაოების განხორციელებაა. კერძოდ, კომპანიის ცნობით, მიმდინარეობს „თელავი-ახმეტის“ ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კახეთის მაგისტრალური გაზსადენის „თელავი-ახმეტის“ 27 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივლისში დაასრულა. მშენებლობა, რომელიც 2 493 483 ლარი დაჯდა, ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაქშენ“-მა განახორციელა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ „თელავი-ახმეტის“ მონაკვეთზე 1976 წელს აშენებული 200 მმ დიამეტრის ამორტიზებული მილები ახალი, 300 მმ დიამეტრის მილებით ჩანაცვლდა. მათივე ინფორმაციით, ახალი მილსადენით კახეთის ბუნებრივი გაზით შეუფერხებლად მომარაგება გაუმჯობესდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]