weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თელავის სასამართლომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა

21:04 ოთხშაბათი, 17 მარტი 2021

თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ 26 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 15 000 ლარი შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

პოლიციამ თელავის რაიონში 14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის 26 წლის ა.ნ. 12 მარტს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ბავშვთან სექსუალური კავშირი 2020 წლის ოქტომბერში რამდენჯერმე დაამყარა. სამართალდამცავებმა დააკავეს გოგონას ძმა ი. უ-ც. პროკურატურის განცხადებით, არასრულწლოვან დას ძმა სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დაზარალებული მასზე ბევრად უფროს და დაოჯახებულ მამაკაცს ხვდებოდა.

პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ ი.უ-ს პატიმრობა, ხოლო ა.ნ.-ს გირაო შეუფარდა 15 000 ლარის ოდენობით.

პროკურატურა აღნიშნულ განჩინებას არ დაეთანხმა და ა.ნ.-სთვის შეფარდებული გირაო სააპელაციო სასამართლოში, მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გაასაჩივრა.

ა.ნ.-ს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), ხოლო ი.უ.-ს – 11 პრიმა 126 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ჯგყფურად) და 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანზე ძალადობა).

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ა.ნ-ს 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]