weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

10:02 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

საჯარო რეესტრმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ (სოსო) ტყემალაძე არ დაარეგისტრირ იმ საფუძვლით, რომ 10 მარტის ყრილობაზე, სადაც ტყემალაძე პრეზიდენტად იქნა არჩეული, ხარვეზი დაფიქსირდა.

საჯარო რეესტრის განმარტებით, ყრილობაზე, კავშირის პრეზიდენტის არჩევის და გამგეობის ახალი შემადგენლობის განსაზღვრის გარდა, წესდების ახალი რედაქცია მიიღეს, თუმცა ეს საკითხი ყრილობის დღის წესრიგში გათვალისწინებული არ იყო.

„ამრიგად, 2021 წლის 10 მარტის ყრილობაზე დამტკიცებული წესდების ახალი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული მოქმედი კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების მოთხოვნათა დაცვით მიღებულ დოკუმენტად, რამდენადაც წესდების ცვლილება წარმოადგენს იმ საკითხს, რაც დღის წესრიგში არ შედიოდა და რისი განხილვის უფლებაც კრებას არ ჰქონდა“, – აცხადებს საჯარო რეესტრი.

მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ რაგბის კავშირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია წესდების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.

რაგბის კავშირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 30 დღე მიეცა.

10 მარტს გამართულ ყრილობაზე, რომელიც აქციის ფონზე ჩატარდა, სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მის არჩევას ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები.

ირაკლი აბუსერიძემ 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრა იმ საბაბით, რომ კავშირის წესდება იყო დარღვეული.

2016 წლის იანვარში რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2020 წლის იანვარში ამოეწურა. რაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტის არჩევა ვერ მოახერხა, რის გამოც ვანიძე პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებდა. მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 2020 წლის ივლისში მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]