weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

12:22 პარასკევი, 19 მარტი 2021

ახალციხის კლინიკის ექთანი, 27 წლის მეგი ბაქრაძე, რომელიც გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ექთნის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა დღეს განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა და გული, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაჩერებულიყო.

მეგი ბაქრაძე ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ მუშაობდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ექთანი გუშინ, 18 მარტს, 12:15 საათზე აიცრა, 30 წუთში კი დაუყოვნებელი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გამყრელიძის თქმით, მას ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ანაფილაქსიური რეაქციების დროს პროტოკოლით არის გაწერილი, თუმცა რეაქცია არ მოიხსნა და საჭირო გადახდა მისი რეანიმაციაში მოთავსება. რამდენიმე საათში პაციენტი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

გუშინვე ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკათი“ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, ანაფილაქსიური რეაქცია მხოლოდ ვაქცინაციის შემთხვევაში არ ვითარდება და საქართველოში წელიწადში 80-მდე ასეთი შემთხვევა ფიქსირდება.

ეკატერინე ტიკარაძემ მაგალითად მოიყვანა დიდი ბრიტანეთის სტატისტიკა, სადაც „ასტრაზენეკათი“ აცრილი 7 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 41-ს განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი და აღნიშნა, რომ მათგან არცერთი არ გარდაცვლილა.

„აქედან გამომდინარე, ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ პროცესი შეჩერდეს ან გარკვეული რისკები შეექმნას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ისიც თქვა, რომ ევროპის წამლების სააგენტოს გუშინდელი დასკვნის თანახმად, „ასტრაზენეკა“ უსაფრთხო ვაქცინაა.

ევროპის წამლების სააგენტოს ამ დასკვნამდე, ევროპის 18 ქვეყანას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეჩერებული ჰქონდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]