weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თუ არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, დაინიშნება იძულებით – უგულავა

13:22 შაბათი, 20 მარტი 2021

„მხოლოდ გააქტიურებით და მოძრაობით შევძლებთ, ვაიძულოთ ივანიშვილი, წამოვიდეს რიგგარეშე არჩევნებზე. ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, ჩვენ თუ არ ვიმოძრავებთ“, – განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა გააჟღერა.

როგორც უგულავამ თქვა, ოპოზიციის სურვილია, არჩევნები შეთანხმების საფუძველზე დაინიშნოს, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება, არჩევნები დაინიშნება ხალხის პროტესტის შედეგად.

„თუ არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, დაინიშნება იძულებით, იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებზე, იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა.

ამას სჭირდება რამდენიმე თვე, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ უდიდესი სტრატეგიული მოთმინებით, უნდა დავიაროთ მთელი ქალაქი და გავაცნოთ, რა ხდება რუსთაველზე, რატომ დგას კარვები.

ჩვენ უნდა ვიყოთ ისე, როგორც წინასაარჩევნო რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ ყველა ლიდერი უნდა გადანაწილდეს რაიონებში, სოფლებში, თბილისში, უნდა ვიაროთ კარდაკარ და ჩვენს მოსახლეობას ვუთხრათ: კმარა, ჩვენ წინ საქართველოა და ჩვენს უკან ჩვენი შვილები. ამიტომ ეს ორი თვე იქნება უკომპრომისო.

ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა იქნება. სუს-ის მთელი „შნირობა“ გამოეყრება და სოფელ-სოფელ ჩვენს კვალზე ივლის ხალხის შესაშინებლად, მაგრამ მერწმუნეთ, შიში დაძლეულია. ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას, რადგან იმაზე მეტი ხალხი იქნება, ვიდრე მის თავზე თმა“, – განაცხადა უგულავამ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, რომელიც 13-დან 18 მარტის ჩათვლით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ გამოგზავნილი კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარეობდა, უშედეგოდ დასრულდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ დიალოგის ჩაშლაში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]