weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2021

მარნეულში ნოვრუზის დღესასწაულზე პროტესტის ნიშნად „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს

11:48 ორშაბათი, 22 მარტი 2021 hits 282
24news.ge-ის ფოტო 24news.ge-ის ფოტო

აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მარნეულში ე.წ. კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვიეს და ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღნიშნეს.

21 მარტს, საღამოს, მოქალაქეებმა მარნეულში მსვლელობა მოწყეს და მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ. რამდენიმე დღით ადრე მათ მთავრობას მიმართეს და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის აკრძალვის ერთი დღით გაუქმება მოითხოვეს, რათა დღესასწაული სრულფასოვნად ეზეიმათ.

„ამის მოთხოვნისთვის გვქონდა საფუძველი - ნოვრუზი არის ისეთი დღესასწაული, რომლის რიტუალები საღამოს იწყება. ისიც ვიცით, რომ შემცირებულია ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ასევე, ამ ერთი წლის განმავლობაში, მოქალაქეებმა ვისწავლეთ, როგორ დავიცვათ თავი. აქ იმიტომ ვართ, რომ სახელმწიფომ სრულად დააიგნორა ჩვენი მოთხოვნა“, – განაცხადა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ.

მისივე თქმით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევით, კანონი არ დაურღვევიათ: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას“, – აღნიშნა მან.

ნოვრუზის აღნიშვნას თბილისიდან ჩასული აქტივისტები და მოძრაობა „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში სახალხო დღესასწაულად 2010 წელს გამოცხადდა. ერთი წლით ადრე ის იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.

ნოვრუზი – სპარსული სიტყვაა. „ნოვ“ ახალს, ხოლო „რუზ“ დღეს ნიშნავს. 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია.

კორონავირუსის გამო, მეორე წელია, საქართველოს მოქალაქეები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნას ტრადიციული მასშტაბური ღონისძიებებით ვერ ახერხებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]