weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სავარაუდოდ „ასტრაზენეკათი“ ავიცრები – ჯანდაცვის მინისტრი

15:01 ორშაბათი, 22 მარტი 2021

„მე დავპირდი საზოგადოებას, რომ გავიკეთებ ვაქცინას და აუცილებლად გაიგებს მედია ამის შესახებ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა კატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, როდის აიცრება კორონავირუსზე.

„მე ავიცრები სავარაუდოდ „ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, საზოგადოებაც დადებითად განეწყოს ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ვაქცინაციის დაბალ ტემპთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც იყო და ამას მწვავედ არ აფასებს.

„ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ ვმსჯელობთ. გვაქვს არაერთი ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ვაკვირდებოდით ვაქცინაციის დაწყების პერიოდში საკმაოდ დაბალ აქტივობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას მწვავედ არ ვაფასებთ. მივყვებით ჩვენს გეგმას, რომელიც დასახული იყო და ეტაპობრივად პროცესი მეტად უფრო აქტიური გახდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში ჯერ მხოლოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაა შემოტანილი, რომლითაც სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმებოდა, თუმცა დღეს ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყევტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]