weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

16:35 სამშაბათი, 23 მარტი 2021 hits 300

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერის კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიიჩნია, რომ საჩხერის კლინიკაში აცრა სიმბლური და ამავდროულად, მედპერსონალისთვის მოტივის მიმცემი იქნებოდა.

„გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკასთან და მედპერსონალთან მიმართებაში, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმ კლინიკაზე, რომლის დირექტორი რამდენიმე წელი ვიყავი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს: „უკუჩვენება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი“, – აღნიშნა მან.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. 23 მარტის მონაცემებით, აცრილია ჯანდაცვის სექტორის 4414 მუშაკი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]