weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ძლიერი ქარის გამო ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

20:52 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017
ძლიერი ქარის გამო ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ფოტო © თამარ მამეიშვილი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ცეცხლი ტყის მასივს მოედო, რასაც ძლიერი დაკვამლიანება ახლავს თან. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ხანძრის ლოკალიზება გაძლიერებული ქარისა და დაკვამლიანების გამო ვერ ხერხდება.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება გაძლიერებული ქარისა და დაკვამლიანების გამო ვერ ხერხდება. გართულებული მეტეოროლოგიური პირობები და დაკვამლიანება მაშველებს ხელს უშლის ხილვადობაში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ხანძრის ლოკალიზებას ასობით მეხანძრე, 120 მეტყევე, ათობით სახანძრო მანქანა და მოხალისეები ცდილობენ. სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე, აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენები.

20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხერხდა, თუმცა ქარის გამო ცეცხლი კვლავ გავრცელდა. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელებული.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]