weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მაღალი ძაბვის ხაზის დაზიანების გამო მცხეთა-მთიანეთის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა

11:16 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო, დაბა გუდაურს, ფასანაურისა და გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერანტორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უხვი ნალექისა და ყინვის გამო, 110 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დაზიანდა. მათივე თქმით, ელექტროენერგიის აღსადგენად სამუშაოები დილის 6 საათიდან მიმდინარეობს.

გუდამაყრის ხეობის 22 სოფლის მიმართულებით ამ დრომდე შეზღუდულია გადაადგილებაც. სავარაუდოდ უხვი ნალექის გამო ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გუშინ კლდე ჩამოიშალა. რადგან კიდევ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საფრთხე, გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება მას შემდეგ იგეგმება, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები მომხდარს შეისწავლიან და რეკომენდაციებს მოამზადებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]